English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ რამაზ აბესაძე შოთა ვეშაპიძე
ეკონომიკური მეცნიერების განვითარება საქართველოში[1]

რეზიუმე

ნაშრომში განხილულია ეკონომიკური მეცნიერების განვითარების ასპექტები მისი ჩასახვიდან დღემდე. ყურადღება გამახვილებულია იმ ორგანიზაციებსა და მეცნიერებზე,რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში.

საკვანძო სიტყვებიკოლხეთის სამეფო,მერ­კანტილიზმის დოქტრინაკალმასობა,ხელმწიფის კარის გარიგება 

შესავალი

ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში საუკუნეთა სიღრმეში აქვს ფესვები გადგმუ­ლი. ძვ. წ. VI-VII სს. კოლხეთის სამეფოში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა და ხე­ლოს­ნო­ბა, იჭრებოდა “კოლხური თეთრი”. შემ­დეგ გან­ვი­თარების მაღალ დონეს მიაღწია “იბერიის” სა­­­­მე­ფომ, რომელსაც სავაჭრო ურ­თიერთობები ჰქონდათ როგორც მეზობელ, ისე შორეულ ქვე­ყ­ნებთანაც. ქართულ ისტორიულ, ლიტერატურულ, ფილოსოფიურ თუ თეო­ლო­გიურ წყაროებში მო­ცე­მულია საინტერესო მოსაზრებები ეკონომიკური მეცნიე­რების სხვადასხვა სფერ­ოდან. მეცნიერული სახე ეკონომიკურმა შეხე­დუ­ლე­ბებმა მხოლოდ XX საუკუნის 20-იან წლებში მიიღო.

ფეოდალური საქართველოს ეკონომიკური შეხედულებები

საყურადღებო ეკონომიკური მოსაზრებები ჩამოყალიბდა ფეოდალურ სა­ქ­ა­რ­თველოში, რო­მ­ე­ლთა მსგავსი იდეები საფუძვლად დაედო მერკანტილისტური, ფიზიოკრატული და სხვა ეკონომიკური დოქტრინების შექმნა-განვითარებას. Aამ თვალსაზრისით ყურადღეებას იმსახურებს შემდეგი ძეგლები:

 ვეფხისტყაოსანი (XII ს). მასში ჩანს ეკონომიკური აზროვნების მაღალი დონე, გან­სა­კუ­­თრებით აღსანიშნავია ის, რომ იკვეთება მერკანტი­ლიზ­მის დოქტ­რ­ი­ნის ელემენტები საუკუ­ნე­ე­ბ­ით ადრე, მერკანტილისტთა სკოლის ჩა­მოყალი­ბე­ბამდე.

ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნი (XIV-XV სს.) ასევე მნიშვნე­ლოვანი წყაროა მერ­კანტილიზმის დოქტრინის მკვლევართათვის, რომელიც აგრეთ­ვე შეიცავს თანამედრო­ვეო­ბი­ს­თვის აქტუალურ საკითხებს ზოგადად ეკონომიკის, კერძოდ, სოფლის მეურნეობისა, და ფინანსური ურთიერთობების შესახებ.

გიორგი ბრწყინვალესხელმწიფის კარის გარიგება(XIV ს).  მასში ჩანს, რომ სავაჭრო საქმიანობა მოექცა “ფინანსთა მინისტრის” გამგებლობაში, რაც მერკანტილიზმის მსგავსად ნიშნავდა ფეოდალური მონარქიის მხრიდან ვაჭრობისადმი მხარდაჭერას, ასევე მასში იკვეთება სახელმწიფო-ფინანსური საქმიანობის სამართლებრივი რეგულირებისკენ სწრაფვა.

ვახუშტი ბაგრატიონის აღწერა სამეფოსა საქართველოსა” (XVIII ს ). ამ კაპიტალურ ნაშრომში ღრმადაა გამოკვლეული საქართველოს ბუნებრივი რესურსები და ეკონომიკური პოტენციალი. იგი “კლასიკოსების ” მსგავსად, პირ­ველ რიგში, მოითხოვდა ზოგადად  წარმოების და შემდეგ კი ვაჭრობის გან­ვითარების წახალისებას.

ვახტანგ მეექვსისსამართალი (1705-08 წწ.). იგი საინტერესო მოსაზ­რე­ბებს შეიცავს ვალის, სარგებლის განაკვეთისა და სხვათა შესახებ., მის “დას­ტუ­რ­ლამალში” გამოყენებული ეკონომიკური ტერმინები (გამოსაღები, ზარაფი, ბაჟი და სხვ.) აქტუალურად ჟღერს თანამედროვე პერიოდშიც.

იოანე ბატონიშვილის კალმასობა (XVIII ს.). ეკონომიკური თვალ­საზ­რი­სით, გამოთქმულია მერკანტილისტური შეხედულებები, რომ ვაჭრობის განვი­თა­რება უზრუნველყოფს როგორც ქალაქების განვითარებას, ისე ქვეყნის გამ­დიდრებას.

სულხან-საბა ორბელიანის შეხედულებები (XVII ს.). იგი ერთის მხრივ, შესაბამისობაშია ფიზიოკრატულ იდეებთან (რომელიც ჩამოყალიბდა მოგვია­ნებით - მე-18 საუკუნის 50-იან წლებში), მეორე მხრივ კი ახლოსაა კლასი­კოს­თა მოსაზრებებთან.

ალექსანდრე ამილახვარის შეხედულებები (XVIII ს.). შეიცავს მერ­კანტილისტურ შეხედულებებს, მაგრამ ნაწილობრივ, ამავე დროს, კლასიკურ, მათ შორის, ფიზიოკრატიულ იდეებსაც მიესადაგება.

თერგდალეულთა ეკონომიკური შეხედულებები

მე-18 საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც ფეოდალური შეზღუდულობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთნენ „თერგდალეულები“ („პირველი დასი“ ილია ჭავჭავაძის მეთაურობით), გამოიცემოდა ეკონომიკური ხასიათის მოსაზრებები, მიმართული ბატონყმობის წინააღმდეგ და თავისუფალი მეწარმეობის მხარდა­სა­ჭერად. ეკონომიკურ ნაშრომებს აქვეყნებდნენ ილია ჭავჭავაძე,ნიკო ნი­კო­ლაძეგიორგი წერეთელი,სერგი მესხი,ივანე მაჩაბელი და სხვ. ნაშრომებში, რომელიც ეძღვნებოდა პოლიტეკონომიის, სტატისტიკის, კრედიტის, ფინანსების პრობლემებს აისახებოდა დასავლეთევროპელ და რუს ეკონომისთა იდეები.

ილია ჭავჭავაძემ საფუძველი ჩაუყარა წარმატების საერთო საფუძვლე­ბის თეორიას, ჩამოაყალიბა ლიბერალიზმის საკუთარი დოქტრინა, ევროპულ ლიბე­რალურ ღირებულებებზე ორიენტირებული კეთილდღეობის კონცეფცია, ეკო­ნომიკური ლიბერალიზმის ქართული ნაირსახეობის იდეოლოგია;  შექმნა მოძ­ღ­ვ­რება ევროპული და სხვა ქვეყნების ცივილიზებული ღირებულებებისა და მო­წი­ნავე გამოცდილების საქართველოში გადმოტანის, მათი ოპტიმალური სინთე­ზის შესახებ.

ნიკო ნიკოლაძემ დიდი წვლილი შეიტანა ევროპული ღირებულებების შესწავლასა და საქართველოში დანერგვის საქმეში, საფუძველი ჩაუყარა სა­ქართ­ველოს ფინანსების, მრეწველობისა და სხვა აქტუალური საკითხების თეო­­რიულ კვლევებს.

ეკონომიკური მეცნიერების ჩამოყალიბება და განვითარება საქართველოში

ეკონომიკური მეცნიერების ჩამოყალიბება-განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებას. თავდაპირველად ეკონომიკური საგნები ისწავლებოდა სიბრძნისნეტყველების ფაკულტეტზე, რო­მელ­თანაც ჩამოყალიბდა ეკონომიკის განყოფილება, რომლის ორგანიზატო­რე­ბიც იყვნენ ივანე ჯავახიშვილი და ფილიპე გოგიჩაიშვილი. უნივერსიტეტის გახსნისთანავე ჩამოყალიბდა პოლიტეკონომიის კათედრა. Mმისი ფუძემდებელი და პირველი გამგე იყო პროფ. ფილიპე გოგიჩაიშვილი.

უნდა ითქვას, რომ საქართველოში ეკონომიკურმა შეხედულებებმა და კვლევებმა მეცნიერული ხასიათი ივანე ჯავახიშვილისა და ფილიპე გოგი­ჩაიშვილის ნაშრომებში მიიღო, რომელთა იდეებზე აღიზარდა მეცნიერ-ეკო­ნო­მისტთა მთელი პლეადა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აკადემიკოს პაატა გუ­გუ­შვილის მოღვაწეობა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ეკონომიკური სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში.

ივანე ჯავახიშვილმა დიდი ღვაწლი დასდო ეკონომიკურ მეცნიერებათა განვითარებას. მან გამოაქვეყნა პირველი დიდი ეკონომიკური გამოკვლევები, შექმნა საქართველოს ეკონომიკური ისტორიის კურსი, გამოსცა წიგნი “ქართ­ვე­ლი ერის ისტორია” და სხვ.

ფილიპე გოგიჩაიშვილიც ქართული ეკონომიკური მეცნიერების სათა­ვეებ­თან იდგა. Mმან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღრიცხვისა და სტატის­ტი­კის განვითარების საქმეში. იგი ითვლება სტატისტიკისა და სტატისტიკური მეც­ნიერების ფუძემდებლად საქართველოში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის განყოფილებასა და შემდეგ ეკონომიკურ ფაკულტეტებზეზე არაერთი პროფესორი აღიზარდა,  რომ­ლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარების საქმეში, კერძოდ: გიორგი ადეიშვილი, როზეტა ასათიანი, კლიმენტი აჩელაშვილი, გიორგი ბაქრაძე, ვალერიანე ბახტაძე, იოსებ ბაჯაძე, ალექსანდრე ბაჯელიძე, სერგი ბერაძე, ბიკენტი გაბიძაშვილი, გივი გამსახურდია, გია გამყრელიძე, გიორგი გეხტმანი, გიორგი გველესიანი, ავთან­დილ გიორგობიანი, რევაზ გოგოხია, ლევან გოკიელი, გივი გოშაძე, პაატა გუ­გუშ­ვილი, გრიგოლ თოდუა, ნიკო იაშვილი, რევაზ კაკულია, ჯემალ კახნია­შვილი, ალექსანდრე კუჭუხიდზე, პარმენ ლემონჯავა, ქეთევან მარშავა, მურთაზ მაღრაძე, გაბრიელ მეგრელიშვილი, იაკობ მესხია,  ირაკლი მიქელაძე, გიორგი მშვილდაძე, გაიოზ ნადირაშვილი, ნუგზარ პაიჭაძე, გიორ­გი პაპავა, ვლადიმერ  პაპავა  (უფროსმა),  ვლადიმერ  პაპავა,  ჯემალ პაჭკო­რია, პეტრე ჟღენტი, უშანგი სამადაშვილი, ოთარ სღარეიშვილი, ნიკოლოზ ტყე­შელაშვილი, მირი­ან ტუხაშვილი,  არჩილ ფანცხავა, იროდიონ ქვაჩახია, შო­თა ქისტაური, ნიკო ქოიავა, დიმიტრი ქორიძე, როინ ქუტიძე, გიორგი ღაღა­ნიძე, ლარისა ყორღანაშვილი, პავლე ჩაგელიშვილი, დიმიტრი ცისკარიშვილი, ვასილ ჩანტლაძე, მიხეილ ჩიკვილაძე, დავით ძნელაძე, ლევან ხარაზი, გედეონ ხელაია, მერაბ ხმალაძე, ნიჟა ხურციძე, დავით ძნელაძე, გივი ჭანუყვაძე, თენგიზ ჭიაბრიშვილი, ემზარ ჯგერენაია და სხვები.

ამჟამად ფაკულტეტზე წარმატებით მოღვაწეობენ: ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თეიმურაზ ბერიძე (რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკური თეორიის, ეკონო­მიკის პოსტ­კო­მუნისტური ტრანსფორმაციის, კავკასიისა და საქართველოს ეკო­ნომიკის პრობ­ლე­მათა დამუშავებაში), კათედრის ხელმძღვანელები, პროფე­სორები: იური ანა­ნიაშვილი, სიმონ გელაშვილი, რევაზ გველესიანი, ნუგზარ თოდუა, ირაკლი კოვ­ზანაძე, ელგუჯა მექვაბიშვილი, დავით ნარმანია, ავთან­დილ სილაგაძე, დემურ სიჭინავა, თეიმურაზ შენგელია, ნოდარ ხადური, ელენე ხარაბაძე, ეთერ ხარაიშვილი, იოსებ ხელაშვილი.

საქართველოში საერთოდ მეცნიერების და, მათ შორის, ეკონომიკური მეცნიე­რების განვითარების საქმეში უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს მეცნიერებათა აკადემის შექმნამ, სხვადასხვა პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებით. ეკონომიკური მეცნიერების განხრით აკადემიკოსეაბი და წევრკორესპონდენტები არიან:

ირაკლი მიქელაძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969 წ.), პირველი ეკონომისტი აკადემიკოსია. მისი სამეცნიერო კვლევის ძირი­თადი სფეროა მრეწველობის ეკონომიკა. დიდი ღვაწლი მიუძღვის რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის თეორიული და პრაქტიკული საკითხების და­მუშავებაში. ძირითადი შრომები ეძღვნება საქართველოს სსრ სახალხო მეურ­ნეობის სპეციალიზაციასა და კომპლექსურ განვითარებას.

პაატა გუგუშვილი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974 წ.). განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის  პოლიტიკური ეკონომიის, საზო­გა­დოებრივი და პოლიტიკური აზრის ისტორიის, სახალხო მეურნეობის განვი­თა­რების, დაგეგმვის, სოციოლოგიის, დემოგრაფიის, ბიბლიოლოგიის, ამიერკავ­კასიისა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და სხვა საკითხების თეორიული და პრაქტიკული პრობლემების დამუშავებაში.  ავთანდილ გუნია -  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემი­კო­სი (1979 წ.). მისი შრომები ეძღვნება ეკონომიკური ზრდის ტემპებისა და პრო­პორ­ციების პრობლემებს. სიცოცხლის ბოლო წლებში აქტიურად მუშაობდა სა­ქარ­თველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის კონცეფციაზე საბაზრო ურთიერ­თო­ბებზე გადასვლის პირობებში, იკვლევდა აშშ-თან და სხვა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის პერსპექ­ტივებს.

ვასილ  ჩანტლაძე -  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემი­კოს­მა (1979 წ.), შოთა რუსთაველის და სულხან-საბა  ორბელიანის ეკონო­მი­კურ შეხედულებათა ფუნდამენტური შესწავლის საფუძველზე დაასაბუთა, რომ ქართული თეორიული და გამოყენებითი ეკონომიკური აზრი მუდამ მხარს უბამდა მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. დიდია მისი წვლილი ფინანსების თეორიისა და მე-19 საუკუნის რეფორმამდელი აღმოსავლეთ საქარ­თ­ველოს ფინანსების ისტორიის შესწავლაში.

ვლადიმერ  პაპავა - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013 წ.). განსაკუთრებულია მისი წვლილი ეკონომიკური თეო­რიის, ეკონომიკის მათემატიკური მოდელირების, მაკროეკონომიკის, ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის თეორიისა და საქართველოსა და კავკა­სიის ეკონომიკის საკითხების დამუშავებასა და შემოქმედებითად განვითა­რე­ბაში. მას ეკუთვნის არაერთი თეორია, მათ შორის, Mმან შეიმუშავა ეკონომოკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის თეორია სახელწოდებით ჴ ნეკროეკო­ნო­მიკა, რომელსაც ფართო აღიარება აქვს. Mმის მიერ ასევე შეიქმნა ლაფერ-კეინ­სი­ა­ნური სინთეზის საფუძვლები და აგებულ იქნა მოდელი  - “ეკონომიკა გადასახადების გარეშე”, Aკადემიკოს ვ. პაპავას  ორიგინალური მოსაზრებები გამოქვეყნებულია აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში იმპაცტ-ფაქტორის მქო­ნე ბევრ გამოცემაში. მას უკავია განსაკუთრებული ადგილი საქართველოში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკური მეცნიერების განვითა­რე­ბასა და საერთაშორისო ასპარეზზე მის გატანაში.

ავთანდილ  სილაგაძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადე­მიის აკადემიკოსი (2013 წ.). მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ეკონო­მიკის, ეკონომიკური აზრის ისტორიისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართვე­ლოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის თეორიული და პრაქტიკული საკითხების დამუშავებაში. დიდია მისი წვლილი, როგორც ეროვნული ეკონომიკური დოქტ­რინების დამუშავებაში (ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე), ისე ინგლისურ ენაზე მათ გამოცემასა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის წარდგენასა და გაცნობაში. ამასთან, მან, 90-იან წლების შუახანებში, საქართველოს ისტო­რიაში პირველად (პროფ. ანზორ თოთაძესთან  ერთად) გაანალიზა-დააჯგუფა და გამოაქვეყნა მთლიანი სტატისტიკური მონაცემები საქართველოში არსებუ­ლი გვარ-სახელების  შესახებ.  მისი ნაშრომები გამოცემულია აშშ-ში, გერმა­ნიაში, შვედეთში, რუსეთში, ზოგიერთი მათგანი შეტანილია საზღვარგარეთის  (მ.შ. აშშ-ის)  უნივერსიტეტთა სასწავლო ლიტერატურის სიაში. 

ვალერიან მელქაძე -  საქართველოს მეცნიერებათა  აკადემიის წევრ-კორეს­პოდენტი (1979), ეკონომიკურ მეცნიერებაში უახლესი მიმართულების - რეგიონული ეკონომიკის ერთ-ერთ ფუძემდებელია. მან, სსრკ-ის პირობებში, საქართველოს მაგალითზე პირველმა შეიმუშავა ეროვნული შემოსავლის გაან­გა­რიშების მეთოდოლოგია და მეთოდიკა, რითაც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის და მისი გამოყენების რეალური სურათი შექმნა.

ლეო  ჩიქავა - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1997). მას დიდი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის სხვადასხვა სფე­როს (მრეწველობა, მომსახურება და სხვ), ასევე დემოგრაფიული მეცნიე­რე­ბის მეთოდოლოგიური და გამოყენებითი პრობლემების საფუძვლიან დამუშავე­ბასა და განვითარებაში.

განსაკუთრებულია ეკონომიკური მეცნიერების განვითარების საქმეში სა­მეც­ნიერო-კვლევითი ინსტიტუტების  როლი:

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის  ინსტიტუტი (1944 წ.). მან ბევრჯერ შეიცვალა დასახელება და ამჟამად ეწოდება “თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი”. ამჟამად ინსტიტუტის თემა­ტიკა მოიცავს საბაზრო ეკონომიკის სრულყოფის თეორიული და გამოყენებითი ხასიათის პრობლემებს. ინსტიტუტის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი იყო აკადემიკოსი პატა გუგუშვილი, შემდეგ აკადემიკოსი  ავთანდილ  გუნია, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფ. გიორგი წერეთელი (მნიშვნელოვანია მისი წვლილი ეკონომიკურ-მათემატიკური, ეკონომიკურ-ეკოლოგიური, მაკრო­ეკო­ნომიკისა და ეკონომიკური თეორიის, ასევე საბაზრო ეკონომიკის ფორ­მი­რე­ბისა და განვითარების პრობლემების დამუშავებაში). ამჟამად ინსტიტუტის დი­რექტორია პროფ. რამაზ აბესაძე (მას მნიშვნელოვანი  წვლილი აქვს შეტა­ნი­ლი მრეწველობის, მაკროეკონომიკის, ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაც­ვის ეკონომიკის, საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისა და განვითარების,  ეკო­ნომიკური განვითარებისა და ეკონომიკური რეგრესის თეორიული და გამოყე­ნებითი ხასიათის პრობლემების დამუშავებაში). ინსტიტუტის სხვა თანამშრომ­ლებიდან აღსანიშნავია პროფესორები: როზეტა ასათიანი, იოველ ასათიანი, ვალერიანე ბახტაძე, იოსებ ბაჯაძე,  გივი ბედიანაშვილი, სერგი ბერაძე, თემურ ბერიძე, ალექსანდრე ბრეგვაძე, მიხეილ გველესიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, რევაზ გოგოხია, ვალერიან დათუკიშვილი, არჩილ თეთრაული, მიხეილ თოქმა­ზი­შვილი, ნიკო იაშვილი, აკაკი კაკაბაძე, მიხეილ კახეთელიძე,  ლუარსაბ კარ­ბე­ლაშვილი, მურმან კვარაცხელია, პაატა ლეიაშვილი, ვალერიან მელქაძე, რამინ მითაიშვილი,  აპოლონ ნუცუბიძე, გიორგი პაპავა, ვლადიმერ პაპავა, მი­ხეილ როკეტლიშვილი, აზიკო სისვაძე, ნიკოლოზ ტყეშელაშვილი, უშანგი სამა­დაშვილი, როლანდ სარჩიმელია, ავთანდილ სულაბერიძე,  დიმიტრი ქო­რიძე, კირილე ღოღობერიძე, ვასილ ჩანტლაძე, თამაზ ჩიკვაიძე, ლეო ჩიქავა, თინა­თინ ჩხეიძე,  რაფიელ  ხარბედია, ბექირბი ხასია, ამირან ჯიბუტი, მი­ხეილ ჯიბუტი და სხვები; ეკონომკურ მეცნიერებათა კანდიდატები: რობერტ აბურ­ჯანიძე, ოთარ ავალიშვილი, თამაზ აქუბარდია, ციალა ბენაშვილი, გია ბრეგ­ვაძე, შალვა ბურდული, მერაბ გველესიანი, ლილი გვენეტაძე, ნატა დავლა­შერიძე, ლინა დათუნაშვილი, დურსუნ დიასამიძე, გულნაზ ერქომაიშვილი, ბონ­დო ზარნაძე, ნუკრი ზაქარიაძე, ეთერ კაკულია, ბიძინა კელენჯერიძე, დავით კურტანიძე, ვალენტინა მიშინა, შურა მარგველაშვილი, მარინა მუჩიაშვილი, იზა ნათელაური, ვლადიმერ პაპავა (უფროსი), ზურაბ რევიშვილი, სერგო სოსელია, ზურაბ სოსელია, ნოდარ ულუმბერაშვილი, თენგიზ ქავთარაძე, თინა­თინ ქურდაძე, ნუნუ ქისტაური, მარინე ცუცქირიძე,  რომან ხარბედია, თენგიზ ხოშტარია, რევაზ ჯავახიშბილი,დავით ჯანგულაშვილი და სხვ. ამჟამად ნა­ყოფიერი მუშაობით გამოირჩევიან განყოფილების გამგეები, მეცნიერებათა დოქტორები, მთავარი მეცნიერი თანამშრომლები:  გიორგიBბერულავა, ვახტანგ ბურდული, ალფრედ კურატაშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატები: ნანული არევაძე, ნანა ბიბილაშვილი, თეა ლაზარაშვილი, მამუკა ხუსკივაძე.

„საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“ (1963 წ.). ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობდა ეკონომიკის, და­გეგმვისა და მართვის აქტუალურ საკითზებზე. ინსტიტუტს სხვადასხვა დროს სათავეში ედგნენ მისი დამაარსებელი ვალერიან მელქაძეკანდიტ ჩარკვიანი (მისი შრომები ძირითადად ეძღვნება ეკონომიკის დარგების, განსაკუთრებით ელექტროენერგეტიკული მრეწველობის განვითარების ისტორიას საქართვე­ლოში), ვალერიან ადვაძე (მისი შრომები ეძღვნება სახალხო მეურნეობის ისტორიის პრობლემებს), იაკობ მესხია (მისი შრომები ეძღვნება, ეკონომიკის მართვისა და პროგნოზირების პრობლემებს), ნოდარ ჭითანავა (მისი ნაშრო­მები ეძღვნება ეროვნული ეკონომიკის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის, ეკონომიკასა და სახელმწიფოს შორის ურთი¬ერთდამოკიდებულების პრობლე­მები გარდამავალ ეტაპზე), სერგო სანაძე (მუშაობს დარგთაშორისი ბალანსის პრობლემებზე). სხვა თანამშრომლებიდან აღსანიშნავია: ოთარ გიორგობიანის,  შალვა გოგიაშვილის, ამბროსი გრიშიკაშვილის, ქეთევან დადიანის, ომარ ვაშაკიძის, დავით იაკობიძის, რევაზ კაკულიას, მამულო კეკელიძის, გია მა­ლაშხიას, დომენტი მოურავიძის, გიორგი პაპავას, ნუგზარ სანთელაძის, ნაზი ფირცხალავას, გურამ ყუფუნიას, ნიჟა ხურციძის, თამაზ ჩიკვაიძის, დემურ ჩო­მა­ხიძის, ლეო ხაბურ­­ზანიას, ელენე ხოშტარიასა და სხვათა ნაშრომები. ინსტი­ტუტი ფუნქციონირებდა  2006 წლამდე.

ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“. ერთადერთი ეკო­ნომიკური პროფილის სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც შეიქმნა საქართ­ველოს სახელმწიფოებრივი დაოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1992 წ.). ინსტიტუტი სამეცნიერო კვლევებს ახორციელებდა საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის, აღ­რიც­ხვის, ანალიზის, აუდიტის და საფინანსო-ეკონომიკური პროგნოზირების აქ­ტუ­ალურ საკითხებზე. ინსტიტუტს დირექტორები იყვნენ პროფ. იაკობ მესხია (მისი შრომები ეძღვნება ფინანსების, მაკროეკონომიკის, ეკონომიკის მათემა­ტიკური მოდელირებისა და სხვ. პრობლემებს) და პროფ. რევაზ  ბასარია (მისი ნაშრომები ეძღვნება საფინანსო-საგადასახადო პრობლემებს). სხვა თანამშრომ­ლებიდან აღსანიშნავია  ვალერიან ზურაბიშვილის, ედუარდ ცირამუას, ჯემალ შათირიშვილის, ლეო ხაბურზანიას ნაშრომები. ინსტიტუტი ფუნქციონირებდა  2007 წლამდე.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციო­ლოგიურ კვლევათა ინსტიტუტი (1991), ამჟამად „ილიას სახელმწიფო უნი­ვერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი“. კვლევის ძირი­თადი მიმართულებაა - დემოგრაფიისა და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის პირობებში. დირექტორი და დამაარსებელი იყო საქ. მეც. ეროვნული აკადემიის წევრ-კო­რეს­პონდენტი ლეო ჩიქავა, ამჟამად ინსსტიტუტის დირექტორია პროფ. ავთან­დილ სულაბერიძე (მისი კვლევის სფეროა მოსახლეობის დემოგრაფიული ქცევის პრობლემები თანამედროვე ეტაპზე). სხვა თანამშრომლებიდან აღსა­ნიშნავია: ანზორ თოთაძის, ვაჟა ლორთქიფანიძის,  ელგუჯა მენაბდიშვილის, გია წულაძისა და სხვათა ნაშრომები.

სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ინსტიტუტი (1958), რომელსაც საბოლოოდ ეწოდა „აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტი“ (2005).  იგი მუშაობდა სსსოფლო სამეურნეო წარმოების მრავალ პრობლემაზე. დირექტორები იყვნენ პროფესორები: ანდრო ნიჟარაძეპეტრე ჟღენტი (მისი ნაშრომები ეძღვნება სას. სამ. წარმოების გაადგილებისა და სპეციალიზაციის პრობლემებს), ვახტანგპაპუნიძე (ძირითადად  მუშაობდა სას. სამ. წარმოების ინტენსიფიკაციის ეკონომიკურ პრობლემებზე),  ვახტანგ ბურკაძე (ნაშრომები ძირითადად ეძღვნება მიწის ეკონომიკური შეფასების პრობლემებს), ომარ ქეშელაშვილი (მას დამუშავებული აქვს სას. სამ. წარმოების  სპეციალიზა­ცი­ის, ინტენსიფიკაციის, პროგნოზირებისა და მართვის პრობლემები), ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ავთანდილ ლაფაჩი (იგი შეისწავლის კვების მრეწვე­ლობის ეკონომიკის საკითხებს). სხვა თანამშრომლებიდან აღსანიშნავია ოთარ ალეკოშვილის, რობერტ ანდღულაძის, გიორგი დოღონაძის, ოთარ ტატიშვი­ლის, ნიკო ჭინჭარაულის, ივანე ჯანიაშვილის და სხვათა ნაშრომები. ინსტი­ტუტი ფუნქციონირებდა  2011 წლამდე.

მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ეკონომიკური მაცნიერაბის განვითა­რების საქმეში თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ბეჭდური და ელექტრონული ჟურნალი ეკონომისტი“, რომელიც ინდექსირე­ბულია დიდ საძიებო ელექტრონულ ბაზაშიERIH (მთავარი რედაქტორი პროფ. რამაზ აბესაძე) და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ჟურნალი ეკონომიკა და ბიზნესი (მთავარი რედაქტორი პროფ. რევაზ გოგოხია, პასუხისმგებელი რედაქტორი პროფ. თამაზ ზუბიაშვილი). ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჟურნალები: ახალი ეკონომისტი” (მთავარი რედაქტორი, პროფ. ლოიდ ქარჩავა), ბიზნეს-ინჟინერინგი(მთავარი რედაქტორი პროფ. ალექსანდრე სიჭინავა), ეკონომიკა (მთავარი რედაქტორი პროფ. რევაზ შენგელია), მეცნიერება და ცხოვრება” (მთავარი რედაქტორი პროფ. რევაზ ჯავახიშვილი). სოციალური ეკონომიკაXXI საუკუნის აქტუალური პრობლემები (მთავარი რედაქტორი პროფ. ვახტანგ დათაშვილი); გადასახადები(მთავარი რედაქტორი პროფ. დავით ჯალაღონია). ამ ჟურნალებში იბეჭდება როგორც ქართველ, ისე უცხო­ელ მეცნიერ ეკონომისტთა ნაშრომები.

ფუნდამენტური გამოკვლევების შექმნისა და ქართული ეკონომიკური მეც­ნიე­რების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის სახელმ­წიფო პრემიები მიენიჭათ მეცნიერთა ჯგუფს (1975): გრიგოლ ბუაჩიძესგია მალაშხიას,  ვალერიან მელქაძეს,პეტრე ჟღენტსნუგზარ სანთელაძესკანდიტ ჩარკვიანს და მეცნიერთა ჯგუფს (2004 წ.): იური ანანიაშვილსკლიმენტი აჩელაშვილს,  იაკობ მესხიასვლადიმერ პაპავასავთანდილ სილაგაძესგიორგი წერეთელს.

ამჟამად  სხვადასხვა  წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში და ორგანიზა­ციებში წარმატებით საქმიანობენ: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფ.: ანზორ აბრალავა, ვლადიმერ ახალაია, ევგენი ბარათაშვილი,  ნიკო ბა­კა­შვი­ლი, ლევან გრიგალაშვილი, რეზო მანველიძე, შოთა ვეშაპიძე, მერაბ კაკულია, თეიმურაზ კანდელაკი, პაატა კოღუაშვილი, რევაზ ლორთქიფანიძე, გია მალაშხია, რამაზ ოთინაშვილი, სოლომონ პავლიაშვილი,  ვახტანგ სართა­ნია, მილორდ სიჭინავა, ლალი ჩაგელიშვილი, ვლადიმერ ღლონტი,  კარლო ღურწკაია, გიორგი ცაავა, ნიკო ჩიხლაძე, რევაზ ხარებავა და სხვები.

გამოყენებული ლიტერატურა:

ასათიანი რ., 2014. თანამედროვე ეკონომიკის მცირე ენციკლოპედია. თბ., „სიახლე“;

მეტრეველი, რ., 1972. ნარკვევები ფეოდალური საქართველოს ისტორიიდან. თბ.;

სილაგაძე ა., 2010. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტრინები. თბ., „ინოვაცია“;  სილაგაძე ა., 2005. ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი.  თბ., „თსუ გამომცემლობა“,;

ჭანუყვაძე გ., 2001. ქართული ეკონომიკური აზრის რეტროსპექტივა. თბ., „პირველი სტამბა“; 

გუგუშვილი პ., 1961. ეკონომიკური მეცნიერება. წიგნში: „მეცნიერება საქართველოში 40 წლის მანძილზე“, თბ. “მეცნიერება”;

Silagadze A.,  1991. Aspects of economic doctrines in Georgia . San Francisco, 2010; Грузинская ССР. Енциклопедический справочник. Тб., «ГСЭ»



[1] მომზადებულია მითითებული ლიტერატურის საფუძველზე